მირიან ყარაულაშვილი: რაც კაცობრიობას შეუქმნია მისი არსებობის მანძილზე , დღეს ამ ვირუსთან საბრძოლველად აბსოლუტურად უვარგისი და გამოუყენებელია

მირიან ყარაულაშვილი: რაც კაცობრიობას შეუქმნია მისი არსებობის მანძილზე , დღეს ამ ვირუსთან საბრძოლველად აბსოლუტურად უვარგისი და გამოუყენებელია

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ამ "შინაპატიმრობაში" მეტი რა საქმე მაქვს და , აქტიურად ვუყურებ და ვეძებ ყველა ინფორმაციას ამ ყველაფერზე, რაც დღეს მთელს კაცობრიობას სჭირს...

განსაკუთრებით ყურადღებით ვაკვირდები ევროკავშირის ხელმძღვანელობის და მისი წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების და პრეზიდენტების თითქმის ყოველდღიურ ბრიფინგებს ;

თავს ვაიძულებ ხოლმე და დიდი ხნის მივიწყებულ რუსულ საინფორმაციო მასალასაც ვეცნობი რეგულარულად...

მთელი სიამოვნებაა ხოლმე ჩვენი დროით ღამის 2 საათზე პირდაპირი ეთერით ტრანსლირებული ბრიფინგის ყურება თეთრი სახლიდან (ვაშინგტონი)...

ვუყურებ, ვუსმენ, ვკითხულობ ამ ყველაფერს და, მეუფლება გრძნობა, რომ ყველაფერი ის , რაც კაცობრიობას შეუქმნია მისი არსებობის მანძილზე , დღეს ამ ვირუსთან საბრძოლველად აბსოლუტურად უვარგისი და გამოუყენებელია, თუ არ ჩავთვლით ტელესაკომუნიკაციო საშუალებებს , როგორც ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელების ინსტრუმენტს...

აბსოლუტურად გამოუყენებულია და უვარგისი გახდა სუპერსახელმწიფოთა სუპერშეიარაღება და სხვადასხვა სუპერტექნოლოგიები- კოსმოსური შეიარაღებული ძალებიდან დაწყებული ნავიგაციის და კონტროლის სრულყოფილი სისტემებით დამთავრებული;

აბსოლუტურად გამოუყენებელი და პარალიზებულია კოლექტიური თავდაცვითი ალიანსები და მათ მიერ შექმნილი ანალოგიური დასახელების სუპერსისტემები, რომლებიც ადამიანურ ფაქტორთან ერთად ხელოვნური ინტელექტის პოტენციასაც იყენებენ ...

აბსოლუტურად უვარგისი გახდა სუპერ-სახელმწიფოთა შეიარაღებული თავდაცვითი მაღალტექნოლოგიური სისტემები, რომლებიც ე.წ. "პირველი გასროლის" ეფექტზე არიან გათვლილი და თითქოს გარანტირებულად იცავდა ამ ქვეყნებს და მათ მოსახლეობას გარედან თავდასხმებისა და ინტერვენციისგან...

სრულიად უსარგებლო გახდა ე.წ. "ელექტრონული(ციფრული) მთავრობები " და მათ დამუშავებაზე და ინსტალაციაზე დახარჯული ადამიანური და ფინასური რესურსები...

პენტაგონმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ისღა მოახერხეს, რომ მათ დაქვემდებარებულ სუპერტექნიკას მხოლოდ ლოჯისტიკურ საშუალებებად- ბანალურ გემ-ჰოსპიტალებად და საჰაერო-სატვირთო ჩარტერული გადაზიდვებისთვის თუ იყენებენ მხოლოდ...

ვიღას აახსოვს ეხლა უმაღლეს ტექნოლოგიურ მწვერვალად მიჩნეული "ცერნი" და მისი ადრონული ამაჩქარებელ-კოლაიდერი...

და კიდევ უამრავი ტექნოლოგიური მიღწევის ჩამოთვლა შეიძლება, რომლითაც თანამედროვე ადამიანი ამაყობდა და ეიმედებოდა, რომ ეს ტექნოლოგიები მის მშვიდ ცხოვრებას გარანტირებულად უზრუნველყოფდნენ...

სამაგიეროდ, ვუყურებთ სახელმწიფოთა მართვის იმ მეთოდებს, რომლებსაც ყველა ამ ტექნოლოგიური მიღწევების იმპლიმენტაციის გარეშე წარმატებით იყენებდნენ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ვიდრე 80-იან წლებამდე თითქმის ყველა სახელმწიფოში : ე.წ. "ოპტიმიზაციის ამოცანის" ამოხსნა , ანუ არსებული მწირი რესურსების ფონზე შექნილი დეფიციტის აღმოფხვრის წარუმეტებელი მცდელობები მაქვს მხედველობაში.

აბა, სხვა რა გამახსენდეს, როდესაც აშშ პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში სატელეფონო ზარით "ანაწილებს" შტატების გუბერნატორთა მხრიდან მოთხოვნილ ელემენტარულ სამდიცინო ნიღბებს , სამედიცინო დანიშნულების ლატექსის ხელთათმანს და ე.წ. "ფილტვის ხელოვნული ვენტილაციის" აპარატებს!

რუსეთის პრეზიდენტი სახელმწიფოებრივად უძლურებისგან გაავებული, იმასღა ახერხებს რომ მოსკოვის ვირუსისგან დასნებოვნებულთა სპეციალიზირებულ ჰოსპიტალში დამცავი კომბინეზონით და კოსმოსური ჩაფხუტით ავადმყოფებს აკითხავს მხოლოდ მზრუნველი ნათესავივით ...

ამას ხომ მშვენივრად ახერხებდნენ გასულ საუკუნეში , განსაკუთრებით საბჭოთა მინისტრები, საწარმოთა დირექტორები, კოლმეურნეობების თავმჯდომარეები და ბრიგადირები , მიუხედავად იმისა რომ მათ განკარგულებაში მობილური და ვიდეოკავშირის ნაცვლად ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ანალოგური ავტომატური სატელეფონო სადგურების მომსახურება იყო მხოლოდ...

აი, დავწერე ეს ყველაფერი და ვეღარ ვამთავრებ ამ ოპუსს - რა დავწერო დასკვნად, აზრზე არა ვარ...

ალბათ, მხოლოდ ერთი: - " ვიდრე ჰხვალ, უფალო! "...