პაატა იმნაძე: ფულის დეზინფექციისთვის ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენება საკმაოდ ეფექტურია

პაატა იმნაძე: ფულის დეზინფექციისთვის ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენება საკმაოდ ეფექტურია

საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა კომერციული ბანკები ფულს დეზინფექციას დიდი ხანია უტარებენ- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძე ამბობს, ფული, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ნივთი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, თუ ის ხელიდან ხელში გადაიცემა.

„არაა ლაპარაკი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ეს საფრთხილოა. ასეთ შემთხვევაში სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენება საკმაოდ ეფექტურია“- აღნიშნა პაატა იმნაძემ.