არჩილ თალაკვაძე: ეს ქმედითი ხელისუფლება სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ შექმნილია

არჩილ თალაკვაძე: ეს ქმედითი ხელისუფლება სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ შექმნილია

ცინიკური იყო, რომ ჩვენი ოპონენტები ამ რთულ დღეებში სვამდნენ რიტორიკულ შეკითხვას თუ სად იყო ასეთ დროს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. სხვათა შორის იგივე ადამიანები სვამდნენ ამ შეკითხვებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ სვამდნენ შეკითხვებს, თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკურ პროცესსა და მენეჯმენტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარემ „ღია ეთერში“ ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სისტემა, რომელიც ასე უმკლავდება დღეს შექმნილ კრიზისს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის შექმნილია.

„ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა სიტუაციამ აჩვენა, რომ საქართველოს ჰყავს ქმედითი ხელისუფლება, ეფექტური მენეჯმენტი, რომელიც არის „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი. შესაბამისად, მისი მიზანი ყოველთვის იყო, რომ ქვეყანას ჰყოლოდა ეფექტური ინსტიტუტები და ჰყოლოდა ეფექტური და ქმედითი ხელისუფლება. ეს პოლიტიკური მენეჯმენტი არის ბიძინა ივანიშვილის შექმნილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ქველმოქმედება ბიძინა ივანიშვილისთვის უცხო არ არის და ის ზურგს გაუმაგრებს ქართულ ეკონომიკას კრიზისიდან თავის დაღწევისთვის.

“რაც შეეხება მის უშუალო მონაწილეობას ამ პროცესში, ყველამ დავინახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ქველმოქმედების თვალსაზრისით, თუმცა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის ეს არ არის უპრეცედენტო. ძალიან დიდი საქველმოქმედო პროექტები არის მის მიერ დაფინანსებული. ფონდმა „ქართუმ“ თქვა, რომ რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, ჩვენ შევავსებთ დეფიციტს და ზურგს გავუმაგრებთ ჩვენს ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ყოველთვის მხარს უჭერდა და ეხმარებოდა თავის ქვეყანას“, - განაცხადა თალაკვაძემ.