სოზარ სუბარი ე.წ. ციხის ბუნტზე: აღმოვაჩინე 40-ზე მეტი ადამიანი, რომელსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული

სოზარ სუბარი ე.წ. ციხის ბუნტზე: აღმოვაჩინე 40-ზე მეტი ადამიანი, რომელსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული

ნამდვილად არ ველოდით, ადამიანების მკვლელობამდე თუ მივიდოდა ის ხელისუფლება, თუმცა მივიდნენ. ის, რომ მხოლოდ 7 ადამიანია მკვდარი, ეს მართლა გამართლების შედეგია, რადგან იქ ისეთი სროლა იყო, რომ ადვილი მოსალოდნელი იყო, გაცილებით დიდი მსხვერპლი ყოფილიყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ციხის ბუნტის მეორე-მესამე დღეს მან ციხის მეექვსე დაწესებულებაში აღმოაჩინე 40-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული და 100-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც უმძიმესი დაზიანებები ჰქონდათ.

„მეორე-მესამე დღეს, როდესაც მთლიანად დაიცალა მეხუთე საპყრობილე და ეს ადამიანები, მეექვსე საპყრობილეში გადაიყვანეს, რომელიც სხვათაშორის, დასრულებულიც არ იყო შეყარეს ასე საკნებში, იქ აღმოვაჩინე 40-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც ჭრილობების ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული და 100 მეტი ადამიანი, რომლებსაც უმძიმესი დაზიანებები ჰქონდათ.

2006 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის გადაწყვეტილება საქმეზე, კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ დღეს გამოქვეყნდა.