ბელგიაში 90 წლის კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სასუნთქი აპარატზე დაყენებაზე უარი განაცხადა.
„არ მინდა ხელოვნური სასუნთქი აპარატი. ახალგაზრდებისთვის შეინახეთ. მე უკვე საკმარისად ვიცხოვრე და კარგი ცხოვრებაც მქონდა“,- უთხრა ექიმებს. ამის შესახებ Daily Mail წერს.
90 წლის სუზან ჰოლატერსი საავადმყოფოში 20 მარტს გადაიყვანეს. მას უმადობა და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა. ქალს კორონავირუსი დაუდგინდა და სასწრაფოდ იზოლაციაში გადაიყვანეს. მის ქალიშვილს დედის მონახულება არ შეეძლო.
სუზანი საავადმყოფოში მიყვანიდან 2 დღეში გარდაიცვალა.
„მე მას ვერც კი დავემშვიდობე. დაკრძალვაზე დასწრებაც არ შემეძლო“,- ამბობს სუზანის ქალიშვილი.
ბელგიაში ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 705-ია. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 12,775-ს უდრის.