„შეიძლება, რომ ჩემმა მეუღლემ უქმეები მის საყვარელთან გაატაროს?“, უცნობი პირი ჩემს ცხენს მოეფერა, შეიძლება თუ არა, რომ ის კორონავირუსით დაინფიცირდეს?“ - ფრანგული პოლიციისათვის დასმული ამ და სხვა აბსურდული კითხვების შესახებ Euronews-ი წერს.
ქალაქ დიჟონში ქალმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ განქორწინების შემდეგ სხვა კაცი შეუყვარდა, მაგრამ ის 25 კილომეტრში მდებარე ქალაქში ცხოვრობს. „როგორ უნდა მოვინახულოთ ერთმანეთი კარანტინის პირობებში?“ - იკითხა ქალმა.
კიდევ ერთმა ქალმა პოლიციას კარანტინის მიუხედავად ქმრის საყვარელთან გაშვების ნებართვა სთხოვა. „ის ყოველ უქმეებზე მღალატობდა, ახლა კი სახლიდან ვერ გადის“, - დაიჩივლა ქალმა.
სამართალდამცველების განცხადებით, 17 მარტიდან თვითიზოლაციისა და კარანტინის პირობებში მყოფ მოქალაქეებს უამრავი თავისუფალი დრო აქვთ და ისინი ნებისმიერი კითხვით პოლიციაში რეკავენ.
„ისინი უმიზეზოდ რეკავენ, იმიტომ რომ მოიწყინეს. ადამიანებს უბრალოდ ვინმესთან საუბარი სურთ“, - აცხადებენ პოლიციაში.