ყველის საფანელში და ნაღების სოუსში შემწვარი სკუმბრია

ყველის საფანელში და ნაღების სოუსში შემწვარი სკუმბრია

ინგრედიენტები

სკუმბრია - 2 ცალი

ნიორი - 2 კბილი

კეფირი - 1 ს/კ

საფანელი - 2 ს/კ

ყველი (მაგარი სახეობის) - გახეხილი, 2 ს/კ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ნაღები - 2 ს/კ

მომზადების წესები

დანაყეთ ან წვრილად დაჭერით ნიორი და შეურიეთ ნაღებსა და კეფირს.

წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი და შეურიეთ საფანელი.

კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ თევზი და დაჭერით თანაბარ ნაჭრებად.

მოათავსეთ თევზი გამოსაცხობ ფორმაზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

მოასხით  ნაღებისა და კეფირის სოუსი და მოაყარეთ ყველისა და საფანელის ნარევი.

გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე და მოათავსეთ თევზი გამოსაცხობად 25-30 წუთი.

შემწვარი სკუმბრია სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ კარტოფილთან და ბოსტნეულის სალათთან ერთად.