ფსიქოლოგისა და პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ევროპული ქვეყნები და მათ შორის საფრანგეთიც ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ევროპული ერთიანობა ვირუსმა დაამთავრა. მისი თქმით, ამიტომ არის წამგებიანი გაერთიანების ეს სტრატეგიები ცალკეული ქვეყნებისთვის, რომლებიც მერე ალაპარაკდებიან იმაზე, რომ ისინი მიატოვეს.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
უმძიმესი ვითარებაა. „კოვიდ-19“ თავისი ფორმით არ არის აგრესიული, მაგრამ სიკვდილიანობა ძალიან მაღალია. ბატონო რამაზ, რასაც ვაკვირდებით, ეს არის გამოხატული ვირუსი, თუ დროა ყურადღება გამახვილდეს ჰიბრიდულ ომზე და აუცილებელიც არის ამ მიმართულებით ფიქრი?
რამაზ საყვარელიძე: იფიქრებ თუ არა, პროცესი უკვე დაძრულია და რეაგირებას ითხოვს. ვერსიები უამრავია და მათ შორის არის ბიოლოგიური იარაღით ბრძოლის ვერსია. ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენს კორონავირუსი, თუ ბუნებრივად გაჩენილი მოვლენაა, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისგან დაცვა არის საჭირო. ჩვეულებრივი ომის დროს, როდესაც მტერი დაგიშენს ტყვიას და ხანძარი ჩნდება, იცი, რომ ხელოვნურია, მაგრამ ჩაქრობა საჭიროა. იგივე ვითარებაა ახლაც, ეს ხანძარია ჯერ ჩასაქრობი. დაფიქრება იმაზე, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს, ყველა ქვეყნას სჭირდება. ვნახეთ, რომ ყველა ქვეყანა უმწეო იყო ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუკი, ეს ხელოვნური მოვლენაა, მაშინ მით უფრო დრამატულია დასკვნა.
ვივარაუდოდ, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა, ამ ექსერიმენტმა აჩვენა ბაქტერიოლოგიური იარაღის ძალიან ძლიერი შედეგები. ამ იარაღს შეუძლია არა მარტო ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიყვანოს მწყობრიდან, არამედ მწყობრიდან გამოიყვანონ მთლიანად ეკონომიკა, დაანგრიოს ქვეყნის ინფრასტრუქტურა. ჯერჯერობით ეს შედეგი გვაქვს. ამიტომ ის ქვეყნები, რომლებსაც საქმე აქვთ ბაქტერიოლოგიურ იარაღთან, ალბათ, უნდა დაფიქრდნენ.
ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი – ეს არის ქვეყნები, რომლებსაც შეხება აქვთ ბაქტერიოლოგიურ იარაღთან...
– თითქმის ყველას აქვს. ქვეყნები, რომლებმაც ამ იარაღს მიაქციეს ყურადღება, ძალიან დიდია, მაგრამ კორონავირუსმა ეს დასკვნაც უნდა მოამწიფოს ყველასთვის, თუკი ეს ხელოვნურია და, მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაუშვა, მერე უკვე მიგრაციის წყალობით მოედო მთელს მსოფლიოს.
დღეს გვაქვს ასეთი ბრალდების საფუძველი?
– ასეთი საფუძველი ნაკლებია, იმიტომ, რომ დასაწყისში ძირითადად განიხილავდნენ ამერიკულ და ჩინურ ვერსიას. მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ჩინეთიც ძალიან დაზარალდა და ამერიკა ახლა ხდება პანდემიის ეპიცენტრი. რუსული ვერსიაც რომ მივამატოთ, ვხედავთ, რომ რუსეთშიც იზრდება ეს ტალღა. რადგან ამ იარაღის ფონზე მოგებული არავინ ჩანს, ამიტომ თვითონ ეს ვერსია, რომ ეს იარაღი შეიძლება მიზანმიმართულად იყოს გამოყენებული, უკანა პლანზე გადადის.
ძალიან საინტერესო იყო ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის განცხადება, გორდონ ბრაუნი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, „კოვიდ–19“–ით გამოწვეული სამედიცინო და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან. მსოფლიო ეპიდემიის ფონზე, მთავარი თემა არის გლობალური მთავრობა?
– ბუნებრივ შემთხვევაშიც ძალაში რჩება ბრაუნის მოწოდება. თუ ბუნებრივია, მასაც სჭირდება მოვლა და ინტეგრირება მისი მოვლისთვის. რაც შეეხება ბრაუნის განცხადებას, ამ ვერსიაზე სწორედ ირაკლი გოგავამ დაიწყო საუბარი და თქვენმა სააგენტომ მისცა საშუალება დეტალურად გაეშალა ეს თემა. მისი ლოგიკა საკამოდ მკაფიო და გამჭვირვალე იყო. გავიმეორებ, მიმაჩნია, რომ ეს მსჯელობა ლოგიკურია და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ადამიანი ელოდო ასეთ ნაბიჯებს, რომელიც ბრაუნმა გადადგა, ამ ტიპის გზაგასაყარზე დგას დღეს მსოფლიო - გლობალური საფრთხე ამოტივტივდა და ეს გასაგებია. ახლა, გასარკვევია, რომელი სტრატეგიით უნდა წავიდეს მთლიანად მსოფლიო, გაერთიანდეს ამ საერთო საფრთხის წინააღმდეგ, ისე როგორც ამას მოგვიწოდებს ბრაუნი, თუ ყველა ქვეყანამ იბრძოლოს ცალ–ცალკე ამ საფრთხის წინააღმდეგ, როგორც ახლა ხდება?
ვხედავთ, რომ ვირუსის წინააღმდეგ დაპირისპირების საქმეში ევროკავშირის გაერთიანება ტოვებს ყველაზე სუსტი რგოლის შთაბეჭდილებას მსოფლიო თანამეგობრობაში...
– თავისთავად, გაერთიანება დიდი შედეგის მომტანი არ არის, გააჩნია რა პოზიციით და რა პლატფორმით გაერთიანდებიან. ხშირ შემთხვევაში, გაერთიანებამ შეიძლება პრობლემის გამსხვილებას შეუწყოს ხელი. პანდემიამ გვაჩვენა, რომ ის ძალიან სწრაფად იქცა ევროპულ პრობლემად. სწორედ იმიტომ, რომ არსებობდა შენგენის ზონა, იტალიელები, გერმანელები და ჰოლანდიელები ერთმანეთთან თავისუფლად მიდი–მოდიოდნენ. ფაქტიურად მივიღეთ გაცილებით დიდი მასშტაბის პრობლემა, ვიდრე ქვეყნების დაშორების შემთხვევაში მივიღებდით.
გაჩნდა ასეთი შეფასებაც, რომ ევროპამ მიატოვა იტალია და ესპანეთი. გერმანიის და საფრანგეთის პირველმა პირებმა აღნიშნეს, რომ არ შეიძლება ამ ქვეყნების ვირუსის პირისპირ მარტო მიტოვება, რადგან ეს ქვეყნები იტყვიან, რომ რა საჭიროა ევროკავშირი და სად იყო მაშინ, როდესაც ძალიან უჭირდათ? ევროკავშირის უმოქმედობა გამოჩნდა?
– საერთოდ ევროპული ქვეყნები და მათ შორის საფრანგეთიც ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ევროპული ერთიანობა ვირუსმა დაამთავრაო. მაკრონიმ შენგენის ზონა დასრულებულ მოვლენად გამოაცხადა, თქვა, რომ გაუქმდებაო. რა თქმა უნდა, არის ეს პრობლემა, ოღონდ ეს პრობლემა ყოველთვის იქნება, რადგან, რომც შეიქმნას დიდი გაერთიანება, იმ გაერთიანების სათავეში ყოველთვის კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან. უფრო დიდი გაერთიანება, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირი და უფრო მტკიცე ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ვის ინტერესებს იცავდა საბჭოთ კავშირი? – პირველ რიგში -რუსეთის ინტერესებს. ანალოგიური რამ მოხდება ყველა გაერთიანებაში. რომელიღაცა ეთნოსი, სახელმწიფო, რომელიც ამ გაერთიანების ძლიერი რგოლი იქნება, თავისკენ გადაქაჩავს მთელ გაერთიანებას.
ამიტომ არის წამგებიანი გაერთიანების ეს სტრატეგიები ცალკეული ქვეყნებისთვის, რომლებიც მერე ალაპარაკდებიან იმაზე, რომ ისინი მიატოვეს. ამიტომ არის ასეთი გაერთიანებები ხარვეზიანი. გროვდება ეკონომიკური საკითხები და ამიტომ, განმსაზღვრელია ეკონომიკური საკითხების მექანიზმები, რა მიმართულებით შეიძლება ნაპოვნი იქნას გამოსავალი. ისტორიას რომ ჩავხედოთ, ანალოგიურ მდგომარეობაში ყველა დიდი ომების შემდეგ მთელს მსოფლიოში კრიზისი იყო და მსოფლიოს რუკა თავიდან იგებოდა ამ პრიორიტეტების დასადგენად. მეორე მსოფლიო ომმა ევრაზიულ კონტინეტზე შემოიყვანა ამერიკა, რომელსაც თვითონაც ჰქონდა შემოსვლის ინტერესი, რაც ადრე ევროპისთვის უცხო იყო.
რაც შეეხება სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვირუსით გაცილებით მეტი ადამიანია გარდაცვილი. როგორ ფიქრობთ, სიკვდილიანობის დიდი სტატისტიკა მხოლოდ პანიკის მიზეზია?
– შეიძლება ვირუსი არ იყოს უშუალო მიზეზი და სხვა მიზეზიც ვირუსს მიაწერონ, მაგრამ არ შევაფასებდი დრამატულად. გავიხსენოთ რა ხდებოდა პანიკის ტალღის გაჩენამდე, მათ შორის იტალიაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში, - პასუხისმგებლობით არ მოეკიდნენ ამ ვირუსს, ადამიანები აგრძელებდნენ ცხოვრებას ისე, როგორც შეჩვეული იყვნენ. ის, რასაც დღეს ვაკვირდებით, ცარიელ ქუჩებს და დაწესებულ შეზღუდვებს, საკმაოდ გვიან გააკეთეს.
პანიკამ, თითქოსდა, სერიოზულად ჩამოყალიბა ადამიანები. ასე სერიოზულად დასაწყისში რომ მოკიდებოდნენ პრობლემას ევროპელები და ამერიკელები, რომელიც ასევე დაუდევრობის მაგალითია, შეიძლება ეს მძიმე შედეგი არ ყოფილიყო. ამ მხრივ მეჩვენება, რომ შეიძლება კარგიც კი იყოს, რომ პანიკის ტალღა მაღალია. მან შეიძლება აიძულოს ადამიანები, რომ იყვნენ კანონმორჩილნი არა მარტო კანონის წინაშე, არამედ ექიმების რეკომენდაციის მიმართაც.
მეც არ მიკვირდა, თურმე იმიტომ ცხოვრობდნენ რუსები ჩვენზე ბევრად უკეთ. სამსართულიანი სახლებით, ორ-ორი მანქანით ოჯახში, ყოველ წელს ჩვენს კურორტებზე დასვენებით, ჩაცმა-დახურვით, მეცნიერებით, რომელიც ჩვენ ხარჯზე განვითარდა და ა.შ. რომ გავაგრძელო, ალბათ ერთი თაბახი არ მეყოფა.
ხოლო ჩვენ რა იმ იმპერიაში?
დღე და ღამ მუშაობა, ფაბრიკა-ქარხნები იმიტომ ააშენეს, რომ ჩვენი ხალხი დამონებულიყო, ხალხს ძალით ყრიდნენ სამუშაოდ, კანონიც კი მიიღეს, რომ "ტუნეიადსტვა" კანონით ისჯებოდა.
არაა ახლა ეს ხალხის და მთლიანად ერის დამონება?
ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოშვება იკრძალეობდა და რაც გამოდიოდა იატაკქეშეთში იყო დაბეჭდილი, ქართველებს სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში არ იღებდნენ, სამხედრო სასწავლებლებში ქართველის მიღება ცეკა-ში წყდებოდა და ა.შ>
ოოოოხ, რა ბოროტი იმპერია იყოოოო!!!
ოოოოხხხ!!!
საწყალი იტალიელები.
რა იციან ვისთან აქვთ საქმე!?
ვაააა ...................... ვინ არიან ეს ჩათლახები ვინ.....პირდაპირ არ ამბობენ თორე სინამდვილლეში დღესი ასჯერ გვიმეორებენ
--------------გინდათ თუ არა ჩვენი გამოზრდილი ნაცები უკან უნდა დაააბრუნოთო
შშშშშშშშშშათლახები......
მტკვარი აღმა დაიწყებს სიარულს მაგრამ ეგ მაინც არ მოხდება, არა!!!!!!