გურამ მეგრელიშვილი: ყველაფერი კარგად იქნება, ტუალეტის ქაღალდი არ გათავდება, გაზაფხული მოდის, ვაქცინას ან მეცნიერები გამოიგონებენ, ან ჩვენივე ორგანიზმი

გურამ მეგრელიშვილი: ყველაფერი კარგად იქნება, ტუალეტის ქაღალდი არ გათავდება, გაზაფხული მოდის, ვაქცინას ან მეცნიერები გამოიგონებენ, ან ჩვენივე ორგანიზმი

ფეისბუქ-მომხმარებელი გურამ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ქრონოლოგიურად ვისაც გახსოვთ კორონას გავრცელების ამბები, გთხოვდით, რომ დეტალები დაამატოთ კომენტარებს. რატომ ამას ცოტა მერე გეტყვით, ქვემოთ.

მე რაც მახსოვს ესაა:

1: როცა ეპიდემიაზე გავრცელდა ცნობები, ტრამპის ადმინისტრაციამ პირდაპირ დაადანაშაულა ჩინეთი, რომ ის მალავდა რეალურ ცნობებს და ციფრებს და "ეპიდემიის ბუდედ" მოიხსენია ეს ქვეყანა.

2: WHO-ს დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა მკაცრად მოითხოვა თავი შეეკავებინათ ჩინეთის კრიტიკისგან, სანამ ყველაფერი არ გაირკვეოდა. (თებერვლის დასაწყისი)

3: ამ დროს, სავარაუდოდ ეპიდემია გავრცელების ფაზაშია. მსოფლიოს დიპლომატები დაფრინავენ აქეთ-იქით, ხვდებიან ერთმანეთს, ართმევენ ხელს, მიირთმევენ ხიზილალასა და ოსტერებს, თეთრ ტრუფელებს და იბერიკოს ძეხვეულს. არის გაგანია ფრენები და ჩემპიონთა ლიგის მატჩები.

4: ტრამპი თავისი ხეპრული ტონით (თებერვალი) ისევ ჩინეთისკენ იშვერს ხელს და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ამ უკანასკნელი ქვეყნის "ძლიერნი" შემჩნეულები არიან ვალუტით მანიპულაციებში. ლი კეციანი საპასუხოდ იღიმებოდა და ამბობდა, რომ GDP-ს ტიპის ინფორმაციას ადამიანები ადგენენ და სავალუტო კურსიც ამ სოუსიდანაა.

5: ჰუანგ იაჟონგი მგონი იელის უნივერსიტეტის პროფესორი (დეკემბერის ინტერვიუ) ამბობს, რომ ეს ვირუსი ძალიან ჰგავს 2003 წელს გავრცელებულ გრიპის მაგვარ დაავადებას, რომელიც სწრაფად აღკვეთეს და ახლა შანსია რომ სიტუაცია გაექცეთ მართვიდან. ამასვე ამბობდა ბევრი მეცნიერი WHO რას ამბობდა ამ დროს არ ვიცი.

6: ლი კეციანი არ მახსოვს იანვარში, ან თებერვალში შეშფოთებული სახით აცხადებს, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან საშიში ვირუსი გავრცელდა და ჩინეთს დიდი საფრთხე ელოდება. ამავე პერიოდს ემთხვევა 2 საინტერესო მომენტი: ჩინელები ქუჩაში რომ ეცემიან და კვდებიან და ტუალეტის ქაღალდების დატაცების ვიდეოები. ორივე ამბავი სწრაფად გავრცელდა მსოფლიო მედიით. როგორც აღმოჩნდა, COVID-19 ით ასე არავინ ეცემა და კვდება და არც ტუალეტის ქაღალდია რამეში საჭირო (ამაზე ცალკე კვლევა წავიკითხე, რომ სწორედ ჩინეთიდან წამოვიდა ეს ისტერიკა, ყიდულობდნენ ცხვისახოცად).

  1. მარტის დასაწყისში (ან თებერვლის ბოლოს) ვირუსი ედება ევროპის კონტინენტს და ნელ-ნელა პანიკა მატულობს. სტატისტიკა შემაშფოთებელია და ვიგებთ, რომ ათასობით ადამიანი იღუპება. (აქ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომ მაგალითად, დღეის მონაცემით ამერიკაში გარდაცვლილი 1700 კაცი, სხვანაირი სტატისტიკით მილიონ კაცზე 5 მიცვალებულია).
  2. იანვარში ეფლი აცხადებს, რომ ყველა მაღაზიას და საწარმოს ხურავს ჩინეთში მინიმუმ თებერვლის ბოლომდე, რადგან სიკვდილიანობა ძალიან შემაშფოთებელია. ტრამპი ისევ ჩინეთისკენ იშვერს ხელს და აკეთებს ძალიან მკაცრს განცხადებებს, სავალუტო მანიპულაციები უკონტროლოა. ჩინეთმა საკუთარ ბაზარზე მოთამაშე ყველა დიდი კომპანიის აქცია იყიდა.

9: მარტის დასაწყისში ეპიდემია ევროპის კონტინენტზე გადადის და იწყება ძალიან მძიმე პანიკა. ის ადამიანებიც კი, ვინც აქამდე აგდებით უყურებდნენ ჩინეთის განცხადებებს საშიშ ვირუსზე და აქცენტს უფრო ეკონომიკურ საფრთხეზე აკეთებდნენ, პანიკაში არიან.

10: ამ დროს, მარტში ჩინეთის ელჩი ევროკავშირში ვინმე ჟანგ მინი Euractiv თან ინტერვიუშ ამბობს ასეთ რამეს: ვირუსის შიში უფრო საშიშია, ვიდრე თავად ვირუსი. უნდა იფიქროთ ამაზე. (გადავახვიოთ უკან და მთავარი პანიკური ისტერიის საფუძველი საიდან წამოვიდა? ლი კეციანის განცხადებიდან)

11: ვირუსი რომ უკონტროლო ხდება, მსოფლიოს ლიდერები იწყებენ განცხადებების გაკეთებას. პირველი "პესიმისტური" განცხადება მერკელისაა, ვინც ამბობს, რომ 70 % დედამიწის მოსახლეობისა მოიხდის ამ ვირუსს და 3-4% მოკვდება. პანიკა მატულობს. იტალიას ლამის ლაივ რეჟიმში ვუყურებთ ყველანი. ღამე მორგი და პალატა გვესიზმრება. ჰარალალო ქართველებმაც დავიწყეთ პანიკა და ისტერიული გაზიარება ინფორმაციის, ძირითადად სიკვდილიანობის. მიდის შეთქმულების თეორიები, რომ ამერიკამ ლუგარში შექმნა ეს ვირუსი და დაარტყა ირანს (რაკი სანქციებს არ უხსნის) და მერე გაექცა და რომ ქართველებზე ტარდებოდა ექსპერიმენტები და ამიტომ ვართ ჯერაც ჯანზე.

12: ტრამპიც პანიკაშია, ამბობს, რომ ყველანი ბუნკერში, ყველანი სახლში, ყველანი ვიმალებით. ამ დროს, ჩინელები ყიდულობენ უკვე ამერიკული და მსოფლიო დიდი კომპანიების აქციებსაც. ქვეყნების მიდიან გაკოტრების გზით. სამუშაო ადგილები ქრება, დანაზოგიც დიდი ხანი ვერ გასტანს. ტრამპი სიზმარს ნახულობს ან აცნობიერებს პანიკის უაზრობას და ამბობს, რომ ამერიკა დგას შრომის კულტურაზე და ვერ გაჩერდება ქვეყანა. ახლა უფრო ხისტად ადანაშაულებს ჩინეთს და WHO აქაც მოუწოდებს ტრამპს “This is a very obviously tense political environment because of the economic issues and because of everything else,” Dr. Mike Ryan, executive director of the World Health Organization’s emergencies program, said at a news conference at the agency’s headquarters in Geneva. “Please, let our scientists get on. Let our public health professionals get on. Let them work together.”

13: ჩინეთმა ვირუსს კისერი მოუგრიხა, უჰანის იქეთ არ გაუშვა გავრცელება და ახლა იტალიაში აგზავნის დამხმარე ექიმებს (აქვე აგზავნის რუსეთიც, თავისი ვერ გაურკვევია და იტალიას ეხმარება)

14: ამავე დროს, არის ქვეყნები, სადაც მაღალი იყო ტურიზმის და დაბალია კორონას სტატისტიკა. (მაროკო)

15: ისევ გადავახვიოთ: სექტემბერში ვიყავი რაღაც შეკრებაზე ჩეხეთში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები პროპაგანდის მეთოდოლოგიაზე ვბჭობდით. ქართველები, ცხადია მთავარ საფრთხედ რუსეთს ვასახელებდით, ევროპელებისგან განწყობა იყო სხვაგვარი და იქ ჩინეთი მოიაზრებოდა N 1 საშიშროებად. მაშნ ძალიან გამიკვირდა და ჩვენთვის ვლაპარაკობდით, ამათი მეზობელი რომ არაა რუსეთი, იმიტომ ლაღობენ ასეო, არადა ერთმა გერმანელმა ქალმა მითხრა, ოკუპაციაზე საშიში რამეებიც შეიძლება იყოს მალეო.

16: ისევ ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, 1949 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი უზნაძის "ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები", რომელსაც ჩვენ "განწყობის ფსიქოლოგიით" ვიცნობთ. უზნაძის მოსწავლეს რევაზ ნათაძეს აქვს ჩატარებული ექსპერიმენტი აუდიტორიაში, როცა რკინის სახაზავითა და სუგესტიით სტუდენტს დამწვრობა მიაყენა ხელისგულზე. ცხადია ვირუსი არსებობს და მისი იგნორირება დიდი სისულელე და დანაშაულია, მაგრამ თუ ლოგიკითა და ცივი გონებით არ მივყევით მოვლენებს, სადღაც რაღაც აგვერევა და კატასტროფულად დავზიანდებით.

17: რა საჭიროა ზომიერება პანიკაში? უპანიკობა უდარდელობას და მასობრივ გავრცელებას გამოიწვევს, ზედმეტიგ პანიკა კი ცრუსიმტომებს (ვექნება გულის რევის შეგრძნება, ხველა, სიცხეს გავიზომავთ დილა-საღამოს, აგვეშლება კუჭი და ასე შემდეგ). გადავტვირთავთ საავადმყოფოებს და ნამდვილად დაავადებულებისთვის ადგილები უბრალოდ აღარ დარჩება (ფრანგები უკვე წუწუნებენ ამაზე, რომ დაავადებულისა და ჯანმრთელის გარკვევაში მეტ დროს და რესურსს ხარჯავენ).

18: კორონა ვირუსი არის მსოფლიოს უდიდესი გამოწვევა, ამიტომ ახლა სტატისტიკა და ქრონოლოგია ასე იმუშავებს: ვინც უფრო გვიან დაავადდება, ნაკლები შანსი აქვს ექიმების იმხელა ყურადღება მიიღოს, როგორც ახლა გვაქვს, ეს ხალხი უბრალოდ გადაიღლება, თავადაც დაავადდებიან და ა.შ. ამიტომ, რაკი იზოლაცია დავიწყეთ, ბოლომდე მივიყვანოთ. #დარჩისახლში რაცაა ესაა. მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები ჩვენზე უარეს დღეში არიან. ახლა პანიკა და უარყოფით ინფორმაციაზე ჩვენი დღის წესრიგის აგება არის უდიდესი შეცდომა. ვისაც შეუძლია, არ აყვეს პანიკას, ვინც აყვა, ისინი უბრალოდ დავამშვიდოთ. ახლა მხოლოდ სიფრთხილეა საჭირო, მეტი არაფერი. საშუალო სტატისტიკურად, მსოფლიოში, მილიონ მოსახლეზე მეოთხედი კაცი კვდება.

ყველაფერი კარგად იქნება, ტუალეტის ქაღალდი არ გათავდება, გაზაფხული მოდის, ვაქცინას ან მეცნიერები გამოიგონებენ, ან ჩვენივე ორგანიზმი (დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა ჩვენგანმა უკვე გადაიტანა კიდეც ეს ვირუსი ჯოგური იმუნიტეტის ამბავში). დავრჩეთ სახლში, ჩვენ ლიფსიტები ვართ და გლობალურად ვერაფერს შევცვლით.

19: ეს კაცი ფოტოზე ლი კეციანია, მგონი ეგაა მოსატაცებელი და კორონიანთან დასამწყვდევი, გვეტყვის რა ხდება მსოფლიოს თავს ეს, ცხადია ხუმრობით.