ლევან შენგელია: ვინც პირდაპირ თუ ირიბად ხელს უშლის ქვეყანას ეპიდემიასთან ბრძოლაში, ოპერატიულად და კანონის მთელი სიმკაცრით იქნას დასჯილი

ლევან შენგელია: ვინც პირდაპირ თუ ირიბად ხელს უშლის ქვეყანას ეპიდემიასთან ბრძოლაში, ოპერატიულად და კანონის მთელი სიმკაცრით იქნას დასჯილი

ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან შენგელია სოციალურ ქსელში წერს:

"1. დღეს, პანდემიის საშინელ დღეებში, გულწრფელად უნდა ვთქვათ, ჩვენი გადარჩენის იმედი პირდაპირ უკავშირდება ბატონებს იმნაძეს, გამყრელიძეს, ცერცვაძეს
2. მთელი სახელმწიფო მანქანა ამ მიმართულებით გამართულად მუშაობს – მადლობა მათ!
3. ყველა მოქალაქის ვალია:
ა) დაემორჩილოს საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს:
ბ) ყოველნაირი დახმარება აღმოუჩინოს სახელწიფო ინსტიტუტებს ეფექტიან მუშაობაში
4. ვინც პირდაპირ თუ ირიბად ხელს უშლის ქვეყანას ეპიდემიასთან ბრძოლაში, ოპერატიულად და კანონის მთელი სიმკაცრით იქნას დასჯილი
5. ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ როცა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება, ბატონმა იმნაძემაც და ყველამ, ვინც რაიმე იცის ვინმეს მიერ ჩადენილი სახელმწიფო დანაშაულის შესახებ, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დანაშაულზე ხელის დაფარებაა!
p.s. "ვერ დამიჭირეთ იმიტომ, რომ აშს–ის თავდაცვის მინისტრის ვებერის მეგობარი ვიყავი" – ამ განცხადების იოლად გატარება არ შეიძლება, ამის უკან დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამბები უნდა იდგეს!
––
ახლა კი, მშვიდობას, მტკიცე ჯანმრთელობას და გამძლეობას ვუსურვებ ბატონ იმნაძეს და ყველას ვინც ზრუნავს საქართველოსთვის!"