ჯაბა ხუბუა: რისთვის ახარჯვინებთ ძვირფას დროსა და ენერგიას ამ მართლა გმირ ექიმებს, თქვე მართლა მანქურთო ენეჯეოშნიკებო?!

ჯაბა ხუბუა: რისთვის ახარჯვინებთ ძვირფას დროსა და ენერგიას ამ მართლა გმირ ექიმებს, თქვე მართლა მანქურთო ენეჯეოშნიკებო?!

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს:

„რომელმა პროვოკატორმა და რენეგატმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ისინდისა ახლა, ამ უმძიმეს სიტუაციაში, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრიდან?!

პაატა იმნაძე ამბობს, ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც ახლა ლუგარში ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და ამ არასამთავრობოს რაღაც ცხრილებს უხაზავს, რომ მერე შარი არ მოგვდონო. კარგად ვიცი, საიდან მოდის ეს კუდებიო.

რაზე აცდენთ და რისთვის ახარჯვინებთ ძვირფას დროსა და ენერგიას ამ მართლა გმირ ექიმებს, თქვე მართლა მანქურთო ენეჯეოშნიკებო?!

თქვენი დონორები, პოლიტიკური აპეკუნები და საქართველოს ზიზღით ავსებული გულები მოვხან!“