ლევან რატიანმა კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობაზე ისაუბრა

ლევან რატიანმა კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობაზე ისაუბრა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც ლევან რატიანმა „დილის შოუს“ და „ანატომიის“ გაერთიანებულ ეთერში განაცხადა, პაციენტის და ნაყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. ასევე სტაბილურია ნაყოფის მდგომარეობა. ჯერჯერობით, ჩატარებული კლინიკურ-ლაორატორიული კვლევებით პათოლოგია არ ვლინდება ქალბატონთან. მრადგანაც ეს არის ჩვენთან პირველი და ასევე არის სამყაროსთვის იშვიათი შემთხვევები, როდესაც ორსული არის დაინფიცირებული, პაციენტი იმყოფება ინფექციონისტების და მეან-გინეკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. მას კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არცერთი არ აქვს. ერთადერთი ნიშანი იყო რამდენიმე დღის უკან ცხელება, რომელიც ჩვენთან ამ ეტაპზე არ დასტურდება. რომ არ გამოგვრჩეს არცერთი კლინიკური ნიშანი და არ მოხდეს სწრაფი დამძიმება, ამიტომაც რჩება ქალბატონი მეან-გინეკოლოგიურ სამსახურში და მეთვალყურეობა ხორციელდება მეანებისა და ინფექციონისტების მიერ“, - განაცხადა რატიანმა.

ორსული ქალი კორონავირუსის დიაგნოზით ბოლნისიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში 26 მარტს გადმოიყვანეს.