“სიძნელეების დამძიმებულად წარმოჩენას მაქსიმალურად შეეცდებიან როგორც კორონაცები, ასევე დღეს ჩირგვებში მიმალული გიენები”

“სიძნელეების დამძიმებულად წარმოჩენას მაქსიმალურად შეეცდებიან როგორც კორონაცები, ასევე დღეს ჩირგვებში მიმალული გიენები”

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

"გასაგებია, რომ კორონაცების ტელევიზიებიდან გავრცელებული დეზინფორმაციის არ გვჯერა და გადმოფრქვეულ ზიზღს შესაბამისად ვეხმიანებით, მაგრამ მხოლოდ ფეისბუკი, ან ტელეფონში მეგობართან საუბრის დროს გამოთქმული შიშხათიანი სიტყვები იმ ზიანს, რაც ქვეყანას ადგება, ვერ შველის.

არც მხოლოდ იმედით, ობიექტივით ან პოსტივით გავრცელებული ინფორმაციებს და მათი ფეიკების მხილებას მოქვს დიდი შედეგი.

ფუჭია ეს ყველაფერი, ფუჭი რადგანაც ჩვენი ქმედება ჰგავს ფორსირებული დაბომბვის დროს, მხოლოდ ორიოდ დარტყმის მოგერიებას, რასაც არ მოაქვს შესაბამისი შედეგი.

აუცილებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოსახლეობამ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ინფორმაცია, რომელიც არ ჩაიკარგება თურქულ სერიალებსა, თუ მდარე შოუებში, მაშინ როცა კორონაცების ტელევიზიები ნებისმიერი საშუალებებით ავრცელებენ სიცრუეს. შეგახსენებთ ვანო ჯავახიშვილის სიტყვებს (ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ პათოსი ესაა) - სულ რომ დაგვენძრეს, სერიალებიდან გეტყვით ჩვენს სათქმელსო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს პრობლემა მხოლოდ ფეიბუკით, ან მწირად გახმიანებული სიმართლით ვერ გადაწყდება.

ვერ გადაწყდება და წინ საკმაოდ რთული პოსტკორონული პერიოდი გველოდება, რომლის სიძნელეების დამძიმებულად წარმოჩენას მაქსიმალურად შეეცდებიან როგორც კორონაცები, ასევე დღეს ჩირგვებში მიმალული გიენები, რომლებიც სისხლის დანახვაზე, მაშინვე გარეთ გამოეფინებიან.

ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ზუსტად იმ დატვირთვით უნდა იფიქროს, როგორც ფიქრობს ჯანდაცვასა, თუ ეკონომიკაზე."