იტალიაში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

იტალიაში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

იტალიაში 102 წლის ქალი იტალიკა გრონდონა კორონავირუსისგან განიკურნა.

ხანდაზმული პაციენტი გენუას საავადმყოფოში 20 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შედარებით მსუბუქი ფორმით ჰქონდა და ასევე გულის მსუბუქი უკმარისობა აღენიშნებოდა.

ექიმების განცხადებით, მათ ბევრი არაფერი გაუკეთებიათ, პაციენტმა გამოჯანმრთელება თავად შეძლო. მედიკოსებმა მას „უკვდავი“ შეარქვეს. იტალიკა გრონდონამ საავადმყოფო 26 მარტს დატოვა.