ორი ახალი შემთხვევიდან, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მიმდინარეობს წყაროს დადგენა

ორი ახალი შემთხვევიდან, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მიმდინარეობს წყაროს დადგენა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოონავირუსით დაავადებული პაციენტის მდგომარეობა, რომელიც გუშინ გვიან ღამის შეემატა კლინიკას, მძიმეა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი წყარო, ვისგანაც  ქალბატონის დაინფიცირება მოხდა.

„წყარო კვლევაშია და ამ წყაროს აუცილებლად მოგახსენებენ. ეს ქალბატონი ავადმყოფობის გამო საკუთარ სახლში იმყოფებოდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.