ქართველი კაცს, რომელმაც 9 წლის შვილი შვეიცარიაში სამკურნალოდ წაიყვანა, კორონავირუსი შეეყარა - როგორია მისი ჯანმრთელობა?

ქართველი კაცს, რომელმაც 9 წლის შვილი შვეიცარიაში სამკურნალოდ წაიყვანა, კორონავირუსი შეეყარა - როგორია მისი ჯანმრთელობა?

39 წლის ქართველ კაცს შვეიცარიაში 18 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მან საქართველოდან 9 წლის ქალიშვილი სამკურნალოდ დაახლოებით 1 წლის წინ წაიყვანა და თვითონ საშინელი ინფექცით დაინფიცირდა. მას ჟანგბადის ბალიში გუშინ მოხსნეს:

„მთელი თებერვალი, მარტის ნახევრამდე იზოლაციაში ვიმყოფებოდი. ფაქტობრივად, არსად გავდიოდი. მარტო ბავშვი დამყავდა სკოლაში და პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში მივდიოდი. მაგრამ 18 მარტს თავი შეუძლოდ ვიგრძენი. მივედი კონსულტაციაზე, გამიკეთეს კორონავირუსზე ტესტი და დამიდასტურდა. პირველი სამი დღე ყველაფერი ისე მტკიოდა, რომ საწოლზე უბრალოდ ვიწექი. მარტო წყალს ვსვამდი

გაუფრთხილდით ერთმანეთს, ყველასთვის რთულია ახალგაზრდისთვისაც და მოხუცისთვისაც. არავინ თქვას, ახალგაზრდას არაფერი ემართებაო. ბევრი ახალგაზრდა მიდის ამ დაავადებით.

მერვე დღეს უფრო მეტად გამირთულდა, ისეთი ხველა მქონდა, მთელი ღამეები ვიჯექი და ვერ ვსუნთქავდი. აღმოვჩნდი რეანიმაციაში. გუშინ მომხსნეს ჟანგბადი. როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერჯერობით, არ ვიცი. პასუხს ვერ მეუბნებიან თავად ექიმებიც კი. არ ვიცი საქართვლოში რა არის. სხვა ქვეყნებში წამალი არ არსებობს, ერთი პარაცეტამოლია და ბევრი წყალი უნდა სვა“, – ამბობს ემიგრანტი.