34 წლის ამერიკელი მომღერალი ბრუნო მარსი ლას ვეგასში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს დაეხმარება.
მომღერალმა ქველმოქმედებისთვის 1.000.000 დოლარი გამოყო, თანხა MGM Resorts Foundation-ში გადაირიცხება, რაც Employee Emergency Grant Fund-ს და Children's Medical Support ფონდებს ეხმარება.