"თქვენ ცოცხალი მაგნიტი ხართ. თქვენ იზიდავთ იმას, რაც დომინანტობს თქვენს ფიქრებში" - ბრაიან ტრეისი.
ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ, რომ ადამიანს შეუძლია მიიღოს ის, რაზეც ოცნებობს, მაგრამ როგორ ვიოცნებოთ ან რა სურვილი უნდა ჩავუთქვათ? ამაში 4 მინიშნება დაგეხმარებათ.
დაიწყეთ დღე სწორად
დილიდანვე პოზიტივით დაიმუხტეთ. ეცადეთ, ცოტა ადრე ადგეთ საწოლიდან. 10 წუთით მაინც, სანამ დარეკავს მაღვიძარა. ეს დრო შეგიძლიათ სასარგებლო საქმეს დაუთმოთ.
რისი მიზიდვა გსურთ
ჩამოწერეთ იმ სურვილების სია, რისი მიღწევაც გსურთ. მაგალითად, თუ ბევრი ფული გსურთ: ბევრი ფული ჩემთვის და თქვენთვის სხვადასხვა ცნებაა. თუ ერთ ადამიანს 1000 ლარი გაახარებს, ზოგს მილიონიც არ ეყოფა. ამიტომ კონკრეტული თანხა დაწერეთ.
თუ მოგზაურობა გსურთ: ჩამოწერეთ ის ქალაქები, რომელთა მონახულებასაც აპირებთ. აქაც კონკრეტიკაა საჭირო.
თუ მანქანა გსურთ: დეტალურად დაწერეთ, რა ფერისა და მოდელის უნდა იყოს, რა მონაცემები უნდა ჰქონდეს. თუ კარიერაში გსურთ წარმატების მიღწევა: ჩაეწერეთ ონლაინკურსებზე.
თუ გახდომა გსურთ, შეიძინეთ ტრენაჟორი, ფიტნესის აბონემენტი ან ტრენაჟორი.
აკონტროლეთ აზრები
მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურად ვაზროვნებთ, ცუდი მოვლენები მაინც ხდება ჩვენს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ასეთია ცხოვრება. იყავით მადლიერი იმ სიკეთისთვის, რომელიც უკვე გაქვთ, რომ ხართ ჯანმრთელი, კარგად გყავთ ახლობლები, რომ გაქვთ ცხელი სადილი ან ღამის გასათევი. ეს წესი ღიმილს მიგაჩვევთ.
ყოველ დილით წაიკითხეთ რამდენიმე სამოტივაციო ციტატა.
ყოველდღიურად გაიმეორეთ ის მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ
მიზნები არ უნდა იყოს ათზე მეტი. წაიკითხეთ ისინი ყოველ დილით. ყოველდღე შეახსენეთ თქვენს თავს, რა გსურთ, რომ მიიღოთ ცხოვრებისგან. და რაც მთავარია, ყოველდღე იმოქმედეთ იმისთვის, რომ თქვენი სურვილები რეალობად იქცეს.