78 წლის რუს მომღერალ ლევ ლეშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მოსკოვში, კომუნარკის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა დენის პროცენკომ განაცხადა.
ექიმის თქმით, მომღერალს მწვავე პნევმონია აქვს.
ლევ ლეშენკო ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი იყო. ის თავის მოღვაწეობას ახლაც აგრძელებს.
რუსეთში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 840 შემთხვევაა გამოვლენილი. ამათგან 3 პაციენტი დაიღუპა, ხოლო 38 გამოჯანმრთელდა.