რინგო და კათოლიკები

რინგო და კათოლიკები

ცოტა ხნის წინ, კათოლიკურმა ეკლესიამ ბოდიში მოუხადა “ბითლზს“ და აპატია გარდაცვლილ ჯონ ლენონს მისი გამოთქმა, რომ “ბითლზი“ იესოზე უფრო პოპულარულია", რამაც კათოლიკების რეაქცია გამოიწვია ჯგუფის მიმართ. ამაში თვით პაპიც იყო ჩართული, მან განაცხადა, რომ ლენონი აახალგაზრდა იყო და მისმა წარმატებამ გაიტაცა.

 

ვატიკანის ოფიციალურმა გაზეთმა, ლოსერვატორე რომანომ (The L'Osservatore Romano) აღიარა, რომ ბითლზის სიმღერა მშვენიერი იყო და გუნდი შეაქო. თუმცა აქვე აღნიშნეს, რომ წარსულში ბითლზებმა შექმნეს მუსიკა, რომელსაც "ქვეცნობიერად სატანური ზეგავლენა" ქონდა და მისი წევრები "განცხრომით ცხოვრობდნენ." ბითლზი არ არის ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ვატიკანმა დაგმო. ბლექ საბათი (Black Sabbath) და ქვინიც (Queen) კი სატანურად შეაფასა წარსულში პაპმა ბენედიქტ XVI.

 

რინგო სტარმა არ მიიღო ვატიკანის ბოდიში და დაგმო ისინი ზედმეტი კრიტიკულობისათვის და იმისათვის, რომ პოპულარობის მოპოვებით, ცდილობენ გვერდი აუარონ ბავშვებისადმი ცუდად მოპყრობის ფაქტებს საეკლესიო სისტემაში.

 

სტარმა უნდობლად განაცხადა: "ვატიკანმა თქვა რომ ჩვენ სატანურები ან შეიძლება სატანურები ვიყავით? და მაინც გვპატიობენ?... მემგონი ვატიკანს უფრო მეტი აქვს სათქმელი ვიდრე ბითლზს".

 

thebeatles.ge