ტიკარაძე სწრაფ ტესტებზე:  “არავის აქვს უფლება, ამ სიტუაციაში მოგება ნახოს”

ტიკარაძე სწრაფ ტესტებზე:  “არავის აქვს უფლება, ამ სიტუაციაში მოგება ნახოს”

კატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, კორონავირუსის ტესტების ხარისხთან დაკავშირებით სახელმწიფო მკაცრია.

ასევე ტიკარაძე აცხაებს, რომ ეწინააღმდეგება კომერციალიზაციას ტესტების,

“რავის აქვს უფლება შექმნილი სიტუაციით ისარგებლოს და კომერციული სარგებელი ნახოს”- აცხადებს მინისტრი.

ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ვართ ძალიან მკაცრი იმ კუთხით, რომ ვაკონტროლებთ ტესტის ხარისხს. ამ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობს, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე რეგულირების სააგენტო ერთობლივად.

დღეის მდგომარეობით, რვა კომპანიას ჰქონდა ტესტების შემოტანაზე დოკუმენტაცია რეგულირების სააგენტოში, და სააგენტომ, დაავადებათა ცენტრთან გავლილი კომუნიკაციის საფუძველზე, ოთხ ასეთ კომპანიას მისცა უფლება, რომ შემოეტანა საქართველოში სწრაფი ტესტებიც და ასევე, პისიარ ტესტებიც. ის საკითხი, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით კომერციალიზაციას, არის იმის საპასუხოდ, რომ დღევანდელ მდგომარეობაში არც ერთ უწყებას ისევე, როგორც კერძო სექტორს, არ აქვს უფლება, ნახოს მოგება ჩვენს ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ასეთი გამოწვევა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ კომერციული ფასების დადგენას, რომელიც იყო უკვე დაფიქსირებული საქართველოში.

სწორედ ქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება თანხის ფიქსირება და უმეტეს შემთხვევაში, ეს თანხები იქნება გადახდილი სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც იქნება ასევე ექიმის დამადასტურებელი ჩვენება ტესტირების ჩასატარებლად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან უკვე შერჩეული არის შვიდი კერძო ლაბორატორია, რომელსაც აქვს მინიჭებული უფლება, ჩაატაროს ეს ტესტები და მათ ეს ტესტები მიღებული აქვთ ლუგარის ლაბორატორიის მხრიდან საჩუქრად.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, საკარანტინე რეგიონებში 40 ათასზე მეტი ადამიანი იყო გამოკვლეული ეპიდემიოლოგების მხრიდან და ასამდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტი.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული სტატისტიკა პანიკის საფუძველი არ არის.

„კორონავირუსით ინფიცირებულთა არსებული სტატისტიკა პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი მობილიზაცია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.