WHO-ის ხელმძღვანელი:  „COVID-19-ზე შეზღუდვები ნაადრევად არ მოხსნათ“

WHO-ის ხელმძღვანელი:  „COVID-19-ზე შეზღუდვები ნაადრევად არ მოხსნათ“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის გავრცელების გამო კიდევ ერთხელ მიმართავს ქვეყნებს და მოუწოდებს, მათ რომ COVID-19-ის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად არ მოხსნან.

„COVID-19-ის შეჩერების მიზნით ბევრმა სახელმწიფომ უპრეცედენტო პრევენციულ ზომებს მიმართა. დაიკეტა სკოლები, ბიზნესები, გადაიდო სპორტული ღონისძიებები და ხალხი სახლში რჩება. ეს ქვეყნები ახლა ცდილობენ შეაფასონ თუ როდის შეძლებენ შეამსუბუქონ შეზღუდვები. როდესაც ეს შეზღუდვები მოიხსნება ვირუსი აღარ უნდა გავრცელდეს”, – აღნიშნა გებრეიესუსმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 460 ათას გასცდა, გარდაცვლილია 18 ათასზე მეტი ადამიანი.