47 წლის ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ გარნერი პაპარაცებმა ლოს ანჯელესში ქალიშვილებთან, 14 წლის ვიოლეტასთან და 11 წლის სერაფინასთან ერთად შენიშნეს.
ვარსკვლავი კრიტიკის ობიექტი გახდა, საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ ჯენიფერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო სახლში დარჩენისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებდა.
სოციალურ ქსელშიაცხადებენ, რომ ჯენიფერი სხვებს იმ მოთხოვნის შესრულებისკენ მოუწოდებს, რასაც თავადაც არღვევს.