ანგარიშის გახსნიდან 72-საათში StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა

ანგარიშის გახსნიდან 72-საათში StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა

კორონავირუსთან ბრძოლისთვის StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა. ფონდში თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ყველას შეუძლია.

25 მარტის 18:00 საათის მონაცემებით ფონდში მსხვილი შენატანები განახორციელეს კომპანიებმა: „მაგთიკომი“, „არ ემ ჯი“, „მეტრო ჰოლდინგი“, „თელავის ღვინის მარანი“, „პე-ეს-პე ჯგუფი“, „თეგეტა მოტორსი“, „ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი“, „ფოთის საზღვაო ნავსადგური“, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, „ჰუალინგი“, სამშენებლო კომპანია „დირსი“, „თბილი სახლი“, „სარაჯიშვილი“, სუპერმარკეტების ქსელი „ზღაპარი“, ქსელი „სუფთა სახლი“, „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“, „ასკანელი ძმები“.