მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მძიმე დღეების განმავლობაში, როდესაც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები საზოგადოებას თხოვენ დახმარებას, შეასრულონ თავიანთი როლი ვირუსის გავრცელების შეჩერებაში და სოციალურ დისტანცირება ამჯობინონ ქუჩაში სიარულს, ადამიანები ცდილობენ, უფრო კრეატიულები იყონ და არ დაარღვიონ ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმები.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი მექსიკელი მამაკაცის ისტორია, რომელიც კარანტინში იმყოფება და წასახემსებელი პროდუქტების შესაძენად საკუთარ ძაღლს აგზავნის მაღაზიაში.
მექსიკელი ანტონიო მუნიოზი, რომელიც კარანტინის გამო ვერ ახერხებს საცხოვრებლის დატოვებას და აგრეთვე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ცხოველები კორონავირუსით არ ინფიცირდებიან, საცხოვრებლიდან უახლოეს მაღაზიაში აგზავნის საკუთარ ძაღლს პროდუქტის შესაძენად- სოციალურ ქსელში გავრცელდა ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები.
მუნიოზმა ფურცელზე დაწერა მიმართვა მაღაზიის გამყიდველისთვის რომელიც $20 დოლართან ერთად ცხოველის საყელოს ქვეშ მოათავსა. მან ძაღლი ქუჩის გადაღმა არსებულ მაღაზიაში გააგზავნა წერილით, რომელშიც ეწერა: „გამარჯობა მაღაზიის მეპატრონევ. გთხოვ მიყიდე ჩემს ძაღლს „CHEETOS“ -ის ორცხობილები, სტაფილოსფერი პაკეტი და არა წითელი, რადგან ის ძალზე ცხარეა. მას საყელოს ქვეშ 20$ აქვს დამალული. ის აუცილებლად გიკბენს, თუ ცუდად მოეპყრობი. შენი წინა მეზობელი“.
მუნიოზმა თავის ჩიხუახუას ჯიშის ძაღლს, რომელიც ნაყიდი “CHEETOS”-ით მაღაზიიდან სახლისკენ ბრუნდებოდა, ფოტოები გადაუღო და სოციალურ ქსელში განათავსა.