ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებმა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა გამოიწვია

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებმა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა გამოიწვია

ზუგდიდის ცენტრში 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. ამის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია გახდა, რომლის ფარგლებში მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები ურიგდებოდა.

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია „ნაცმოძრაობის“ ქმედებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ შესაბამისი ორგანოები საკითხს შეისწავლიან. შენგელიამ ყველას მოქმედი წესების დაცვასა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.