თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს და მის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს და მის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს და მის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

„რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, 14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. როცა შემოვიდა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, ამ წუთებში ითვლება, რომ მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მინდა აქვე ვთქვა, რომ დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. დედა მარნეულშია. ვირუსი არ დაუდასტურდა, გუშინ აღებული ტესტი უარყოფითია“,- განაცხადა ტურძელაძემ.