ლევან შენგელია: მე ასე ვხედავ და ვალდებული ვარ ხმამაღლა ვთქვა

ლევან შენგელია: მე ასე ვხედავ და ვალდებული ვარ ხმამაღლა ვთქვა

ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან შენგელია სოციალურ ქსელში წერს:

"გადამწყვეტი სამი თვე

ხელისუფლებას აქვს დაახლოებით სამი თვე, სანამ ახალი რეალობის წინაშე დადგება.

გავიაროთ პუნქტობრივად:

  1. დღეს მსოფლიოში, ასევე საქართველოში უმთავრესი პრობლემა არის კორონავირუსი

2.დღემდე, საქართველო წარმატებით ებრძვის ეპიდემიას, ხელისუფლებას პროცესი ხელიდან არ გაქცევია!

  1. ხალხის ყურადღება სწორედ ეპიდემიასთან ბრძოლაზეა კონცენტრირებული, და ჩვენი ხელისუფლების კარგი მოქმედებით იმედმოცემული, ნაკლებად ფიქრობს სხვა პრობლემებზე
  2. პიკი წინ არის! შესაბამისად, ხალხის ფიქრები ისევ ვირუსის გარშემო ტრიალებს

5.პიკს გავივლით აპრილის ბოლოსკენ (ჩემი აზრით)

  1. თუ (იმედია!) პიკი შედარებით უმტკივნულოდ და მშვიდობით გავიარეთ, საზოგადოება ნელ–ნელა დაიწყებს ეპიდემიისგან მიყენებული იარების მოშუშებას.

7.ცხოვრება ნელ–ნელა დაუბრუნდება პანდემიამდელ კალაპოტს და შესაბამისად – ადამიანებს "გამოუთავისუფლდებათ" ფსიქოლოგიური დრო რათა დაფიქრდნენ სხვა პრობლემებზეც, რაზე ფიქრისთვისაც ეპიდემიის დროს არ ეცალათ!

  1. ადამიანები მალე „აღმოაჩენენ“, რომ ეპიდემიაზე არანაკლები პრობლემების მარწუხებში არიან – ესაა მასობრივი უმუშევრობა, რაც ეპიდემიასთან ბრძოლის აუცილებელმა წესებმა გამოიწვია!
  2. პრობლემების წინა ხაზზე გამოვა ორი უმძიმესი პრობლემა – კომუნალური გადასახადები და მიკროსაფინანსოების (ასევე, ბანკების – ამოიწურება სამთვიანი გადავადების ვადა!) გადასახდელი სესხების საკითხი!

–––––––––––––––––––

აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თუ ეპიდემიის პრობლემას აქვს მაკონსოლიდირებელი ხასიათი („ყველა ერთ ბედქვეშ ვართ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ!“), სოციალური პრობლემები დააპირისპირებს ხალხს ხელისუფლებასთან!

––––––––––––––––––

  1. ხელისუფლება მალე დაკარგავს ეპიდემიათან წარმატებული ბრძოლის გმირის როლს (ეპიდემიის დამარცხების შემდეგ) და საზოგადოების წინაშე წარდგება, როგორც სოციალური პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებელი ინტეგრალური პერსონა!
  2. ქართველი ხმამაღლა ძნელად აღიარებს ხოლმე , რომ მას შია (ეთნოფსიქოლოგიური და კულტურის თავისებურება, იხ. დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები),. ის ყოველთვის ცდილობს, სხვა პრობლემებზე ლაპარაკით „შეფუთოს“ შიმშილისგან გამოწვეული თავისი პროტესტი! მაგრამ უკიდურესი გაჭირვება აუცილებლად შეცვლის ჩვენს ამ ქცევით მოდელს!
  3. რადგან უშუალოდ გაჭირვებასა და შიმშილზე ხმამაღლა ლაპარაკი არ გვჩვევია – ეს პრობლემა დაგუბებული წყალივით ერთხელაც გახეთქავს კაშხალს და ეს „წყალდიდობა“ იქნება უფრო საშინელი და ყოვლისმომცველი, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებში ხდება
  4. გაიზრდება კრიმინალი. კრიმინალი „გაიხსენებს“ ძველ, ნაცად ფორმებსაც (90–იანი წლები) და შექმნის ახალსაც !

--

ჩემი აზრით, აი, ეს მძიმე რეალობა დადგება დაახლოებით სამ თვეში, თუ ხელისუფლება დღეიდანვე არ დაიწყებს ისეთივე ეფექტიან ბრძოლას და გადაწყვეტის გზების ძიებას ზემოჩამოთვლილ პრობლემებთან, როგორც დღემდე ეპიდემიასთან ბრძოლაში ახერხებს!

მე ასე ვხედავ და ვალდებული ვარ ხმამაღლა ვთქვა."

amo მადლობა
4 წლის უკან