დავით კამკამიძე: ნუ ვიქნებით შოვინისტები, გვიყვარდეს და ვაფასებდეთ ერთმანეთს!

დავით კამკამიძე: ნუ ვიქნებით შოვინისტები, გვიყვარდეს და ვაფასებდეთ ერთმანეთს!

ფეისბუქ-მომხმარებელი დავით კამკამიძე სოციალურ ქსელში წერს:

Marneuli mənim şəhərimdir!
Marneuli - Gürcüstanın ürəyidir!

„7 წელია ვმუშაობ ქვემო-ქართლში, 2 წელი საზღვრისპირა სოფელ სადახლოში ვასწავლიდი ქართულს, ხოლო ბოლო 5 წელი კი მარნეულში. რაც დოქტორანტურაზე ჩავირიცხე მარნეულში გადავედი საცხოვრებლად და უკვე წელიწად-ნახევარია ინტენსიურად მიწევს დარჩენა.

მარნეული ჩემი ქალაქია, ჩემი მეგობრების, მოსწავლეების, კოლეგების. მარნეული ჩვენი ყველას ქალაქია.ბოლო დღეებია დისკრიმინაციული სტატუსები, კომენტარები და შეგონებები იდება ფეისბუქზე, რაც გაუმართლებელია. მეგობრებო, ხომ ყველამ ვიცით, რომ უპასუხისმგებლო მოქალაქეები ყველა ერს ჰყავს, გაქცეული საკარანტინო ზონიდან, მოსეირნე არხეინად და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას, მრწამს და სხვ.

ჩემი თითოეული აზერბაიჯანელი მოსწავლე იცავს კანონს, რჩება სახლში!

ნუ ვიქნებით შოვინისტები, გვიყვარდეს და ვაფასებდეთ ერთმანეთს!

სიყვარული გადაგვარჩენს