მარინა ეზუგბაია: დღეს ჩატარებული 10 ტესტიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია

მარინა ეზუგბაია: დღეს ჩატარებული 10 ტესტიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია

დღეს ჩატარებული 10 ტესტიდან, ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, უარყოფითია ასევე სამი პაციენტის პირველადი ტესტირების პასუხები, რომელბიც მკურნალობას გადიან ინფექციურ კლინიკაში.

„დილის შემდეგ, ჯერჯერობით მონაცემები არ შეცვლილა. დადასტურებულია 73 პაციენტი, აქედან 32 არის ჩვენი პაციენტი, გაწერილია 10 პირი. ანუ ჩვენს ცენტრში მკურნალობს 32 პაციენტი. 73 პირიდან 31 პაციენტი არის ხუთ სხვა „კოვიდის“ მიმღებ დაწესებულებაში. არსებული სიტუაციით, დილის მონაცემებით 10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტირება და ახალ პაციენტებთან ყველასთან პასუხი იყო უარყოფით. ასევე უარყოფითია სამი ძველი პაციენტის პირველადი ტესტირება , ანუ გამოჯანმრთელებისთვის ჩატარებული ტესტირება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.