ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს.

„სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია“, – აცხადებს ელჩი არჩილ კალანდია.