ორ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით სამხედროებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ. ინოფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. უწყებამ სამხედროებში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა ბაზებზე ვირუსის გავრცელების ალბათობა. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. სპეციალური ჯგუფების მიერ მოწმდება სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურა. შენობებში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში ხაზს უსვამენ, რომ ჯერ კიდევ 12 მარტს უწყების თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, გარკვეულ კატეგორიას კი სამსახურში გამოცხადება აეკრძალა. კონტროლდება თვითიზოლაციაში მყოფი თანამშრომლების მიერ კარანტინის წესის დაცვა.

„თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სამხედროების ჯანმრთელობას და იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აცხადებენ უწყებაში.დასტურდებათ. ინოფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. უწყებამ სამხედროებში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა ბაზებზე ვირუსის გავრცელების ალბათობა. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. სპეციალური ჯგუფების მიერ მოწმდება სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურა. შენობებში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში ხაზს უსვამენ, რომ ჯერ კიდევ 12 მარტს უწყების თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, გარკვეულ კატეგორიას კი სამსახურში გამოცხადება აეკრძალა. კონტროლდება თვითიზოლაციაში მყოფი თანამშრომლების მიერ კარანტინის წესის დაცვა.

„თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სამხედროების ჯანმრთელობას და იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აცხადებენ უწყებაში.