„ამ პაციენტთან ჩვენ გავიმარჯვეთ” – მარინა ენდელაძე ინფიცირებულ 44 წლის კაცზე

„ამ პაციენტთან ჩვენ გავიმარჯვეთ” – მარინა ენდელაძე ინფიცირებულ 44 წლის კაცზე

44 წლის პაციენტთან ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მართლაც რომ მძიმე იყო, გადავრჩით ყველანაირ გართულებას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს.

„44 წლის პაციენტი მძიმე იყო ძალიან. აქ იყო მნიშვნელოვანი პნევმონია, ფილტვის საკმაოდ დიდი მოცულობა იყო მოცული პნევმონიით, დაზიანება იყო.

ამ პაციენტთან ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მართლაც რომ მძიმე იყო, გადავრჩით ყველანაირ გართულებას. ამჟამად გამოჯანმრთელებულია და გაწერილია“, – ამბობს ენდელაძე.