გიგა ბოკერია შეზღუდვებზე: ეს უნდა გავრცელდეს ყველაზე, გამონაკლისის გარეშე!

გიგა ბოკერია შეზღუდვებზე: ეს უნდა გავრცელდეს ყველაზე, გამონაკლისის გარეშე!

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ მთავრობამ აუცილებლად ჩათვალა შეკრებისა და ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა, ეს უნდა გავრცელდეს ყველაზე, გამონაკლისის გარეშე.

„თუ საზოგადოებამ და მთავრობამ, რომელიც მის ნებას უნდა გამოხატავდეს, ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით, ჩათვალა აუცილებლად შეკრებისა და ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა, რომელიც გადადების მაღალ რისკებს შეიცავს, ეს უნდა გავრცელდეს ყველაზე. სხვა შემთხვევაში, ვიღებთ პირიქით შედეგს, უსამართლობისა და უთანასწორობის განცდას და რაც მთავარია, ეპიდემიის გავრცელების ვერ შეკავებას.

პოლიტიკოსების საქმე არ არის თეოლოგიურ ან რწმენის საკითხების დისკუსიაში ღრმად შესვლა, მაგრამ რაღაც ლოგიკა და საღი აზრი უნდა არსებობდეს. თუ ჩვენივე მრწამსის ანუ ქრისტიანულ მართლმადიდებლური ეკლესიის რწმენის მქონე, ამავე ეკლესიის ნაწილი მღვდელმსახურები უცხოეთში ემორჩილებიან წესებს და ამით არ ღალატობენ რწმენას, მაშინ მოწოდება, რომ აქ თურმე ეს რწმენის ღალატი იქნება, რანაირად არის, ან ლოგიკური, ან პასუხისმგებლობის მქონე?“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Maverick ბოკერია შენ, შენ ჩაჯმულ საქმეებს მიხედე!
რაც შეეხება, უცხოეთს, იქ სასქართველო არ არის, იქ მორწმუნეს ეკლესიაში შესვლას, ან გარეთ ლოცვას ვერავინ დაუშლის, ხოლო სამშობლოში დედა ეკლესიაშ შესვლას თუ გამოსვლას, ეკლესიის წიაღში, თუ გარეთ ლოცვას შენ არავინ გეკითხება, ეს რწმენაში მყოფის საქმეა!
ხოლო, რაც შეეხება მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, იგი შენზე და ყველა ნაცარასტთან შედარებით უფრო მეტად დიდი აქვს, ვიდრე თქვენ ყველას ერთად აღებულს!
ასე, რომ აჯობებს ყველამ თავის ... მამიდას მიხედოს!
4 წლის უკან
სერმინე მთლად გააცოფათ სატანამ ეს და მისი თანამეცხედრე.
4 წლის უკან