მარინა ენდელაძე: ნიკა გამყრელიძე კლინიკურად ჯანმრთელია და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება

მარინა ენდელაძე: ნიკა გამყრელიძე კლინიკურად ჯანმრთელია და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„ნიკა გამყრელიძე კლინიკურად ჯანმრთელია. რადიოლოგიურადაც კარგი მდგომარეობა აქვს, თუმცა ჯერ ვაწარმოებთ დაკვირვებას და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთრში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინეს.