კახა კალაძემ ბიზნეს სექტორს კორონავირუსის რისკის მქონე ადამიანებისთვის პროდუქტის შეგროვების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა

კახა კალაძემ ბიზნეს სექტორს კორონავირუსის რისკის მქონე ადამიანებისთვის პროდუქტის შეგროვების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა

თბილისის მერი ბიზნეს სექტორ მოუწოდებს, კორონავირუსის რისკის მქონე ადამიანებისთვის პროდუქტის შეგროვების პროცესში ჩაერთონ.

კახა კალაძე ბელიაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ბიზნეს სექტორიდან მიწოდებული პროდუქტების თავმოყრა ხდება. დედაქალაქის მერის განცხადებით, რისკის მქონე ადამიანებისთვის პროდუქტები მათ დღეს დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ გადასცათ.

„მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან დიდია მხარდაჭერა და თანადგომაა. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, რომელთაც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად უჭირთ და ჩვენი მხაესდაჭერა სჭირდებათ. შესაბამისად, ბიზნესმა გამოთქვა სურვილი. ამ მომენტში დეველოპერული კომპანია „არქი“ არის მოსული და პროდუქტები მოიტანა. ეს პროდუქტები დღეიდან გადანაწილდება თბილისის ათივე რაიონში და დაურიგდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ელემენტარულად სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ, არიან რისკის მქონე ჯგუფში. უნდა გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომელთაც სურვილი აქვთ ჩაერთონ ამ პროექტში, დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე და ჩვენ ვეტყვით, თუ როგორ უნდ მოხდეს პროდუქტების მოწოდება“, - განაცხად კალაძემ.

მერმა მადლობა გადაუხადა დეველოპერულ კომპანია „არქის“ და ყველა იმ კომპანიას, ადამიანს, მოხალისეს, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში. მისივე თქმით, პროდუქტებს გამგეობის თანამშრომლები მოხალისეებთან ერთად დაარიგებენ.