სინგაპურში გამოიგონეს ტესტი, რომელიც კორონავირუსს 5 წუთში გამოავლენს

სინგაპურში გამოიგონეს ტესტი, რომელიც კორონავირუსს 5 წუთში გამოავლენს

სინგაპურის ლაბორატორია NanoBio-მ შექმნა კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი, რომელიც დადებით, ან უარყოფით პასუხს 5-10 წუთის განმავლობაში აფიქსირებს.

როგორც სინგაპურულ გაზეთ The Straits Times-ში წერია, მას შემდეგ, რაც გამოგონებას დაადასტურებენ, ეს იქნება ყველაზე სწრაფი ტესტი კორონავირუსის გამოსავლენად. ლაბორატორიაში სჯერათ, რომ ნებართვას მიმდინარე თვის განმავლობაში მიიღებენ და ამის შემდეგ ტესტებს საავადმყოფოებში გამოიყენებენ.