დედაქალაქის საკარანტინო ადგილებიდან ადამიანების რეგიონებში გადაყვანას თბილისის მერია უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„საკარანტინო ადგილებს დღეს ბევრი ადამიანი ტოვებს. ასევე, მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ თბილისში მყოფი ადამიანები, ვინც სხვადასხვა სასტუმროში იყვნენ განთავსებულები რეგიონებიდან, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს ამ ადამიანების გადაყვანას თავიანთ საცხოვრებელ რაიონებსა და ქალაქებში“, - განაცხადა კალაძემ.