43 წლის მსახიობი ორლანდო ბლუმი მეუღლესთან მომღერალ კეტი პერისთან ერთად ლოს ანჯელესში შენიშნეს. წყვილი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა, როდესაც უცხოურმა გამოცემებმა მათი პაპარაცული ფოტოები გაავრცელა.
როგორც იცით, ორლანდო და კეტი ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებაში ხშირად ჩნდებიან, ყოველგვარი პირბადის, ხელთათმანების ან შენიღბვის გარეშე.
შეგახსენებთ, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდება. კრიტიკის შემთხვევა პირველი არაა, ორლანდო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი მაშინაც გახდა, როდესაც სპორტულ სამოსში მეუღლეს აცილებდა და მას მანქანაში კოცნით ემშვიდობებოდა.
სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ ორსულ მეუღლესთან ასეთ ანტისანიტარულ პირობებში მსგავსად მოქცევა არ შეიძლება.