მეგან მარკლი გვარს იცვლის, როგორ იცვლება ჰერცოგინიის ცხოვრება სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ?!

მეგან მარკლი გვარს იცვლის, როგორ იცვლება ჰერცოგინიის ცხოვრება სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ?!

31 მარტს მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ოფიციალურად დატოვებენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უმაღლეს წარმომადგენელთა სახელს, თუმცა იქამდე ირკვევა რომ ამ დღიდან განსაკუთრებული ცვლილება მეგან მარკლს შეეხება.

ბრიტანული გამოცემა Express-ის განცხადებით, წყვილის გვარად ამჟამად სამეფო ოჯახი წესებიდან გამომდინარე სასექსია, თუმცა სტატუსის დაკარგვასთან ერთად, მისი შეცვლაც მოუწევთ.

წყვილმა არჩისთვის უინძორ-მაუნთბეთენი შეარჩია, რის გამოც საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ისინი სწორედ ამ გვარზე შეჯერდებიან.

თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პრინცი ჰარი მეგან მარკლზე დაქორწინებამდე უელსად მოიხსენიებოდა. გვარების შეცვლა კი, სამეფო ოჯახის წევრებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, რის გამოც საზოგადოება ელის მეგან მარკლისა და ჰარის საბოლოო გადაწყვეტილებას.