ბრიტანეთში წიგნის „მე არ მინდა ხელის დაბანა“ გაყიდვები გასულ კვირას 20-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
მშობლები აქტიურად ყიდულობენ ტონი როსის ნაწარმოებს და იმედი აქვთ, რომ ბავშვებს კორონავირუსის პირობებში ხელის დაბანაში დაარწმუნებენ.
წიგნი 2001 წელს გამოიცა. ნაწარმოებში პატარა პრინცესაზეა მოთხრობილი, რომელსაც მუდმივად სთხოვენ, რომ ხელი დაიბანოს მას შემდეგ, რაც ის ბრუნდება სეირნობიდან ან ძაღლს ეფერება. რატომ დავიბანო ხელები? სვამს კითხავს პრინცესა. „იმიტომ, რომ არ მოგეწებოს მიკრობები“, - პასუხობენ მას.
გამოცემა Andersen Press-ი აცხადებს, რომ წიგნის გაყიდვები 2020 წლის მარტიდან 2000%-ით გაიზარდა. მათ სტამბას დამატებითი ტირაჟი შეუკვეთეს.