35 წლის ქართველი მოდელი, სალომე ღვინიაშვილი იმ სხვა ქართველი ვარსკვლავების რიცხვს შეუერთდა, რომლებიც თვითიზოლაციიდან ხალხს მიმართავენ, ამხნევებენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო განათავსა, სადაც მუქი ფერის იმიჯი მოირგო და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მოდელმა ხალხს მიმართა და მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ.
„ახლა ძალიან რთული დროა. იყავით ძლიერები, მოუარეთ საკუთარ თავს და სხვებს, გიყვარდეთ ერთმანეთი, იყავით პოზიტიურები. ილოცეთ! იმედი მაქვს ეს პანდემია მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის. ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება! - წერს მოდელი.