ჯერ ბებიას დაუდგინდა ვირუსი, მერე 7 თვის ბავშვს – ამერიკა

ჯერ ბებიას დაუდგინდა ვირუსი, მერე 7 თვის ბავშვს – ამერიკა

სამხრეთ კაროლინაში მცხოვრები 7 თვის ემეტი ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელია, რომელსაც კორონავიუსი დაუდგინდა. ამის შესახებ wgntv წერს.

ბავშვის დედის თქმით, როცა პატარა ემეტმა გამოიღვიძა მას ტემპერატურა აღენიშნებოდა. ამიტომ მათ ბავშვი სასწრაფო დახმარებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამშაბათ დღეს ტესტზე დადებითი პასუხი მოვიდა. მანამდე კორონავირუსი ბავშვის ბებიას დაუდგინდა.

ტესტის დადებითი პასუხის შემდეგ მთელი ოჯახი კარანტინში მოექცა და სახლში ჩაიკეტა.

„მე და ჩემი ქმარი კანონს უნდა დავმორჩილებოდით და სახლში დავრჩენილიყავით. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ გავრცელება თავიდან იქნას არიდებული“,- ამბობს ბავშვის დედა.

ოჯახმა თავისი ისტორია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მათი პოსტი 40 000-მა ადამიანმა გააზიარა.

„ძალიან მნიშვნელოვანია სახლში ყოფნა და ამ კომპრომისზე წასვლა. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ სხვები დავიცვათ“.