რობერტ დე ნირო, დენი დევიტო და ბენ სტილერი ვიდეომიმართვას ავრცელებენ

რობერტ დე ნირო, დენი დევიტო და ბენ სტილერი ვიდეომიმართვას ავრცელებენ

რობერტ დე ნირო, დენი დევიტო და ბენ სტილერი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებენ. ჰოლივუდის მსახიობები ახალგაზრდებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, სწორედ ამ გზით შეიძლება ვირუსის შეჩერება.

„არა მხოლოდ საკუთარი თავები, არამედ ის მოხუცი ადამიანებიც უნდა დაიცვათ, რომლებიც გიყვართ“, – აღნიშნა რობერტ დე ნირომ ვიდეომიმართვაში.

ვიდეომიმართვაში დენი დევიტო ამბობს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ვირუსით ინფიცირდებიან, შემდეგ ვირუსს მოხუცებს გადასცემენ, რომელთათვისაც ის რიგ შემთხვევებში ფატალურად სრულდება.

ბენ სტილერი კი ახალგაზრდებს მოუწოდებს, სახლში ყოფნა წიგნის კითხვაში, ფილმების ყურებაში ან ახალი ჰობის გაჩენაში გამოიყენონ.

ვიდეომიმართვის ბოლოს დენი დევიტო ამბობს, რომ ამ ვიდეოს ჩაწერის თხოვნით მათ გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ მიმართა.