მესხური ქადა

მესხური ქადა

ინგრედიენტები

შაქარი - 400 გ

ფქვილი - 400 გ

გულსართისთვის:

კარაქი ან ერბო - 200 გ

მარილი

სოდა - 1 ჩ.კ

ფქვილი - 1 კგ

კარაქი ან ერბო - 200 გ

მიხაკი, დარიჩინი, ვანილი - გემოვნებით

მომზადების წესები

მოვზილოთ მაგარი ცომი: ფქვილი, სოდა და მარილი ავურიოთ, ნელ- ნელა ვამატოთ წყალი. მიღებული ცომი დავასვენოთ 1 საათი.

ცომი გავყოთ ორად, კარაქი კი სამად. ცომი გავაბრტყელოთ, ერთ ნაწილს წავუსვათ კარაქი, დავადოთ ცომის მეორე ფენა, კიდევ წავუსვათ კარაქი. გადავკეცოთ სამად, ზემოდან კარაქის მესამე ნაწილი გადავუსვათ და რულეტივიტ გადავახვიოთ.. შევდოთ მაცივარში 30 წუთი.

ამასობაში მოვამზადოთ გული: მშრალ ტაფაზე მოვშუშოთ ფქვილი, რომ გაყავისფრდება,  დავამატოთ კარაქი და გავაგრძელოთ შუშვა. შემდეგ დავამატოთ შაქარი და კიდევ რამდენიმე წუთს ვშუშოთ. ბოლოს დავამატოთ სანელებლები გემოვნებით.

ცომი გავყოთ 2-3 ნაწილად, საშუალო სისქეზე გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ გული და თავი მოვუკრათ.  გავაბრტყელოთ 1 სმ სისქეზე, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და რამდენიმე ადგილას ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.