ჰარვი ვაინშტეინს კორონავირუსი დაუდგინდა

ჰარვი ვაინშტეინს კორონავირუსი დაუდგინდა

ცნობილ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინს, რომელსაც სექსუალურ ძალადობისა და შევიწროებისთვის 23-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ვაინშტეინი იზოლაციაში ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. 68 წლის ყოფილი პროდიუსერის გარდა კარანტინში ციხის რამდენიმე თანამშრომელი მოთავსდა.