აშშ-ში იელის უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული კურსი ონლაინრეჟიმი უფასოდაა ხელმისაწვდომი

აშშ-ში იელის უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული კურსი ონლაინრეჟიმი უფასოდაა ხელმისაწვდომი

აშშ-ში იელის უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული გაკვეთილი ონლაინრეჟიმი უფასოდაა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ businessinsider წერს.

ონლაინგაკვეთილი „მეცნიერება და კეთილდღეობა“, წარმოადგენს თემას როგორ გავხდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ბედნიერი.

პროფესორმა ლორი სანტოსმა 2018 წელს პირველად ჩაატარა გაკვეთილი „ფსიქოლოგია და კარგი ცხოვრება“. ეს იყო პასუხი სტუდენტებში მზარდ დეპრესიასა და სტრესზე. ეს ლექცია გახდა ყველაზე პოპულარული იელის უნივერსიტეტის ისტორიაში, რომლითაც ადგილობრივი და საერთაშორისო მედია დაინტერესდა.

იმისთვის, რომ კურსი უფრო ფართო აუდიტორიისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, სანტოსმა შექმნა კურსი Coursera. ახლა ეს კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი. თუმცა არჩევის შემთხევაში მსმენელებს სურვილის შემთხვევაში $49 გადახდა შეუძლიათ.