პარიზის ოპერა სპექტაკლებს ონლაინრეჟიმში უფასოდ აჩვენებს

პარიზის ოპერა სპექტაკლებს ონლაინრეჟიმში უფასოდ აჩვენებს

კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინის დროს პარიზის ოპერა სპექტაკლებს ონლაინრეჟიმში აჩვენებს. ამის შესახებ ჟურნალი Vogue წერს. ტრანსლაცია ოპერის ვებგვერდზე შედგება. კლასიკა მაყურებლისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

სრული პროგრამა:

17 - 22 მარტი: მანონი;

23 - 29 მარტი: დინ ჯოვანი;

30 მარტი -5 აპრილი: გედების ტბა;

6-12 აპრილი: სევილიელი დალაქი;

13-19 აპრილი: ხარკი ჯერომ რობინსს;

20 - 26 აპრილი: გოფმანის ზღაპრები;

27 აპრილი - 3 მაისი: კარმენი;

17 მარტი - 3 მაისი: ჩაიკოვსკის 6 სიმფონიის ციკლი, პარიზის ნაციონალური ოპერის ორკესტრი. დირიჟორი ფილიპ ჯორდანი;