კორონავირუსით ბოლო ინფიცირებულები საქართველოში საფრანგეთიდან და ესპანეთიდან შემოვიდნენ

კორონავირუსით ბოლო ინფიცირებულები საქართველოში საფრანგეთიდან და ესპანეთიდან შემოვიდნენ

 

დღეს დილით საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა.

ორი მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, მესამე კი ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

აქედან ერთი ხალგაზრდა ქალია, რომლიც 20 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაიყვანეს, მეორე კი იუნკერი, რომელიც საქართველოში 16 მარტს ჩამოვიდა, ჰოსპიტალში კი ორი დღის შემდეგ, საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. პაციენტების ასაკი 20-25 წლამდეა და ორივეს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

რაც შეეხება მესამე პაციენტს, აღნიშნული დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი.