"კორონამ“ ვერანაირი გეგმა ვერ ჩამოგვამხო! პირიქით, დაზარალებული ეკონომიკა ოპოზიციას აწყობს – გონება დაძაბეთ!” - წერს მურკატამარა

ფეისბუქ-მომხმარებელი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:

"გუგლში ჩავწერე "მურკა" და ამომიგდო სიმღერა ქართულად, არც ვიცოდი მისი არსებობის შესახებ:

"ოდესას ეწვია ბანდა როსტოვიდან,

ქალაქს დასცა შიშის თავზარი,

გაძარცვეს სახლები, გაძარცვეს ბანკები,

ფოსტა, საწყობი და ბაზარი.

პარადი მიყავდა ქალს სახელად მურკა.."

და ა.შ.

ახლა ეს "მურკა" რაზე გამახსენდა..

ნაციანალების ხელისუფლების მოსვლისთანავე ვამბობდი, რომ ეგენი კრიმინალები არიან და ახალი მათში მხოლოდ ისაა, რომ ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი მენტალობა აქვთ-მეთქი..

"აპერატივნიკის" ალღო მაინც სხვაა და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი: სულ ცოტა ხანში დაუნდობლად მოსპეს იქამდე არსებული ქურდული მენტალიტეტი, კანონიერი ქურდები ციხეში გამოკეტეს და მათი ადგილი თავად დაიკავეს..

სახელმწიფო ჩამოაყალიბეს კანონიერი და უკანონო გზებით, ფაქტობრივად რეკეტით, გადასახადების შემკრებ სინდიკატად, ხოლო ბიუჯეტი გადააქციეს საკუთარ "ობშიაკად", რომელსაც ისე განკარგავდნენ, როგორც მოეხასიათებოდათ..

ზუსტად ასევე განკარგავდენ მოქალაქეთა ბედსაც და სიცოცხლესაც..

მოხდა იგივე, რაც სიმღერის ტექსტშია: ქალაქს დასცეს შიშის თავზარი, გაძარცვეს ბანკები და ბაზარი..

მაშინ "გრიმიტობდა" მურკა, იგივე თამარა..

საინტერესო ისაა, რომ სიმღერაში მურკა შემდეგ მილიციის ანუ სამართალდამცავთა მხარეს გადადის და საკუთრ ბანდას ჩაუშვებს..

ეს გამახსენდა, როცა თამარა "ფორმულას" სტუდიაში ჩაიცუცქა და არიფ მშვილდაძეს ქუჩური გარჩევა მოუწყო. "პახოდუ" ისეთები ილაპარაკა, ვითომ შემთხვევით, რომ ფაქტობრივი აღიარება გამოუვიდა: ყველა ეს ვითომ-ვითომ არაპარტიული ახალგაზრდული მოძრაობები სულ ჩვენი შექმნილ-დაფინანსებულია და ჩვენივე გაწერილი სცენარით მოქმედებენო. ფინალისკენ უკვე ველოდი, რომ მურკატამარა ერთს აარტყამდა სიფათში მშვილდაძეს, საბოლოო გაფარჩაკების ნიშნად, მაგრამ ასე არ მოხდა, ან არ გვაჩვენეს..

ახლა მისი მორიგი აღიარება ნახეთ, თითქოს გაუცნობიერებელი, მაგრამ მე უფრო გამიზნული ჩაშვება მგონია ოპოზიციის, რომელიც ჩემთვის ოკუპანტი ქვეყნის მე-5 კოლონას წარმოადგენს და მისი მიზანია საქართველოში პერმანენტული არასტაბილური სიტუაციის შენარჩუნება. მისი სიტყვები მხოლოდ ამის დასტური შეიძლება იყოს:

"კორონამ“ ვერანაირი გეგმა ვერ ჩამოგვამხო! პირიქით, დაზარალებული ეკონომიკა ოპოზიციას აწყობს – გონება დაძაბეთ!” - დაწერა გუშინ მურკატამარამ ფეისბუქში.

დაზარალებული ეკონომიკა და დაჩოქებული ქვეყანა აბა ვის აწყობს, თუ არა ჩვენ მტერსა და ავისმოსურნეს, როგორადაც ამჟამად მე მხოლოდ რუსეთი მესახება, ლამის გვირგინიან მეფედ კურთხეული პუტინით სათავეში..

აი, მურკატამარას რა რჯიდა, ამ სიტყვებს რომ წერდა - ახლა უკვე ვის მხრეზეა და რა თამაშს თამაშობს, ამასაც მალე შევიტყობთ, ჟანრის კანონების მიხედვით..

"ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს."